Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დღეს თბილისში “ვოლტის” კურიერების აქცია გაიმართება - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტის მონაწილეებს?

BM.GE
15.02.23 10:46
176
დღეს თბილისში, კომპანია „ვოლტის“ პარტნიორი კურიერების აქცია გაიმართება. ისინი კომპანიის სათაო ოფისთან შეიკრიბებიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. სანამ დღევანდელი ფართომასშტაბიანი აქცია დაიგეგმებოდა, „ვოლტის“ კურიერებმა დამსაქმებლის მხრიდან მათი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატს შესაბამისი განაცხადით მიმართეს. კურიერების პროტესტს უკვე უპასუხა კომპანია „ვოლტმა“. კომპანია ამბობს, რომ მზად არიან ომბუდსმენს სრული ინფორმაცია მიაწოდონ და ყველა კითხვას პასუხები ღიად გასცენ. ამასთან, მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ არც ერთი კურიერისათვის ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ, რადგან პატივს სცემენ პარტნიორი კურიერების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას.

სტუმარი: რატი კალმახელიძე - "ვოლტის" პარტნიორი;