Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"გაზტრანს სერვისს" "სოკარ ჯორჯიასთან" დავალიანება აქვს - "სოკარი" კომპანიისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს

59145b7f389cb
BM.GE
11.05.17 16:07
764
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვალის დაგროვება გამოწვეულია "გაზტრანს სერვისის" მიერ "სოკარ ჯორჯიასთან" გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატური დარღვევით.

"დღეის მდგომარეობით შპს "გაზტრანს სერვისის" დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს", არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.

მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა, შპს "გაზტრანს სერვისს" არ მიუღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის № 114 ბრძანებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების" პირობების თანახმად, შპს „გაზტრანს სერვისს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 15 მაისიდან.

მივმართავთ შპს "გაზტრანს სერვისის" ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება",- ნათქვამია "სოკარის" პრესრელიზში.