Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რუსულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, უბრალოდ, ეს დახმარება არ გახდა საჭირო"

599c096d3a72e
BM.GE
22.08.17 14:36
760
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსულმა მხარემ ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, მათი დახმარება არ გახდა საჭირო. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო მეზობელი ქვეყნებისგან. კვირიკაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან გამოგზავნილი 2 ვერტმფრენი უნდა ბათუმშია და მალე შეუერთდებიან კოლეგებს. დღის მეორე ნახევარში კი ასევე თურქეთიდან ჩამოფრინდება სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი.