Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება

5a465c9711b00
BM.GE
30.12.17 10:00
779
ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება. G&T-ის ინფორმაციით, ჰესი გადაეცა სახელმწიფოს, ინვესტორი რუსთავი ჯგუფის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 53,500 აშშ დოლარით დაიფარება გადაუხდელი ჯარიმები, ხოლო დანარჩენი თანხა პროექტის ყოფილ მფლობელს გადაეცემა. თუ არცერთი განაცხადი არ გაკეთდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე, მეორე რაუნდში აუქციონი განახევრებული ფასიდან დაიწყება.

წინასწარი გათვლებით, დახარჯული 11.5 მლნ აშშ დოლარის გარდა, მშენებლობის დასასრულებლად 10 მლნ აშშ დოლარი და 24-თვიანი სამუშაოები იქნება საჭირო. პროექტის მიხედვით, ლუხუნი 2 ჰესის წლიური გამომუშავება 73.6 გვტ.სთ. იქნება, რომელსაც ინვესტორი დერეგულირებულ ფასად გაყიდის.