Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დოლარიზაციის გავლენა ინფლაციაზე

BM.GE
14.04.21 09:30
435
საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნების ფარგლებში მორიგ განახლებას აკეთებს და ამ ჯერზე კვლევის სამიზნეა სესხების დოლარიზაციის როლი აშშ დოლარის გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემის კუთხით.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კვლევაში მცირე ზომის, ნაწილობრივ-დოლარიზებული ქვეყნების ანალიზის საფუძველზე შეფასებულია გაცვლითი კურსის ინფლაციაზე გავლენის სიძლიერე. ამავე კვლევის შედეგებით რაც უფრო მაღალია ფინანსური დოლარიზაცია, მით უფრო ძლიერია გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა, რაც საგარეო შოკებთან გამკლავებას ართულებს. თეორიული თვალსაზრისით, მარტივი დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის მოდელის საშუალებით ნაჩვენებია თუ როგორ ცვლის ფინანსური დოლარიზაციის არსებობა გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემას.

სტუმარი: შალვა მხატრიშვილი - ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი