Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Walt Disney $125 მილიონის ბონუსებს გასცემს

5a6afe297fb29
BM.GE
26.01.18 15:20
1206
აშშ-ში ახალ საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი უკვე მოაწერა, კომპანია Walt Disney თანამშომლებს ერთჯერადი ბონუსის სახით 1 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

ამერიკული კომპანიის განცხადებით, ერთჯერად ბონუსს დაახლოებით 125 ათასი თანამშრომელი მიიღებს და საერთო ჯამში, აღნიშნული გადადგმული ნაბიჯით კომპანია 125 მილიონ აშშ დოლარს გასცემს. ამასთან ერთად, Walt Disney 50 მილიონ აშშ დოლარს ფონდში ჩადებს, რომელსაც იმ თანამშრომლებისთვის გამოიყენებს, რომელთაც შრომის ანაზღაურებას საათობრივად უხდის. როგორც Walt Disney-ის პრეს-რელიზში წერია, დაფინანსების ახალი პროგრამა საგანმანათელბლო ხასიათის არის და 88 ათასზე მეტი თანამშრომლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც თავისთავში პროფესიულ გადამზადებასა და უმაღლესი განათლების მიღებას მოიაზრებს. თავდაპირველი ინვესტიციის შემდეგ კი კომპანია ფონდში ყოველწლიურად 25 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ სხვა ამერიკულ კომპანიებს შორის, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად თანამშრომელთა წახალისებას აპირებენ, არიან AT & T, Fiat Chrysler, Comcast, JetBlue, Walmart და Verizon.

კანონი, რომელიც სენატმა მიიღო,1980-იანი წლების შემდეგ აშშ-ში გადასახადების ყველაზე მასშტაბურ შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, წარმოების მოგების გადასახადი 35%-იდან 20%-მდე მცირდება. ასევე, ამცირებს საგადასახადო ვალდებულებების გადასახადს, რომლებიც საზღვარგარეთ იურიდიული პირების საქმიანობიდან ბრუნდება: 15.5% -მდე ნაღდი ფულით და უნაღდო 8% (ამჟამინდელი 35%-ის ნაცვლად).