Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„დოქტორ გუდსმა“ ISO 13 485 სერტიფიკატი მიიღო

BM.GE
13.06.21 12:32
319
„დოქტორ გუდსმა“ ახალი საწარმო გახსნა, ISO 13 485 სერტიფიკატი მიიღო და მის პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირებაც უკვე აქვს. ეს იმას ნიშნავს რომ სამედიცინო ტექსტილს წარწერით დამზადებულია საქართველოში ევროპული კლინიკები მოიხმარენ. კონკურენცია საკმაოდ დიდია და ამ ფონზე დისტანციურად რაც მოვისმინე „დოქტორ გუდს”-ი რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტის დაწყებისთვის მზად არის და მალტას სახელმწიფოს მოერ გამოცხადებულ ტენდერში, მათივე მიწვევით ერთ ერთი მონაწილეა.

“დოქტორ გუდსის” მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, როგორც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი ქვეყანა. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს ახალი პროდუქტების წარმოების განვითარებაზეც, დაგეგმილია სამომხმარებლო ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალების წარმოება, რომლებიც მომხმარებლისთვის უკვე საცალო/სააფთიაქო ქსელებში იქნება ხელმისაწვდომი.

მამუკა ხადური - “დოქტორ გუდსის” მმართველი პარტნიორი;