Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

DRG - როგორ მუშაობს რეალურ რეჟიმში კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა?

BM.GE
18.11.22 16:44
141
კლინიკების დაფინანსების DRG-სისტემამ ჯანდაცვის სექტორში ახალი გაურკვევლობა შეიტანა. როგორც ირკვევა, 1 ნოემბრის შემდეგ რიგ სამედიცინო სერვისებზე ტარიფები გაიზარდა, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ფასი რიგ მომსახურებებზე პირიქით შემცირებულია. კლინიკების წარმომადგენლები bmg-სთან ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო კომბინირებული ოპერაციების დროს კლინიკას მხოლოდ ერთი ოპერაციის ხარჯს უნაზღაურებს, ერთი და იგივე ტარიფით ხდება ასევე მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ანაზღაურებაც. ხარვეზმა იჩინა თავი ასევე გადაუდებელი სერვისების გაწევის შემდეგ პაციენტსა და კლინიკას შორის ანგარიშსწორების დროსაც. როგორ მუშაობს DRG-სისტემა რეალობაში და ხედავს თუ არა აქვს ჯანდაცვის სამინისტრო სისტემაში ხარვეზებს რაც გამოსწორებას საჭიროებს?

სტუმარი: ეკა ადამია - ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;