Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველოში არსებული ენერგო რესურსები ქვეყანას საშუალებას აძლევს განავითაროს იაფი, მოქნილი, განახლებადი ენერგო რეურსები"

5a1d6e2b24d4c
BM.GE
28.11.17 18:08
1204
სასტუმრო ბილტმორში აბრეშუმის გზის ფორუმი, Belt & Road მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია Clean Energy Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი ესწრება. ბიორნ ბრანდზეგი ამავდროულად არის ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის რომელიც გეგმავს განახორციელოს უმსხვილესი ინვესტიცია ენერგო სექტორში და განავითაროს 433 მეგავატი / 1514 სიმძლავრის, ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობის პროექტი.

ბიორნ ბრანდზეგმა ფორუმის ფარგლებში ისაუბრა საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების მნიშვნელობაზე ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში, გადამცემი ხაზების მშენებლობის აუცილებლობაზე და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ტრანსსაზღვრო ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობებზე და უპირატესობებზე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გთვალისწინებით. „საქართველოში არსებული ენერგო რესურსები ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს იაფი, მოქნილი განახლებადი ენერგო რესურსები და მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას. ამავდროულად ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის გამჭირვალე, საათობრივი ბაზრის ჩამოყალიბება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“ . 

კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია წარმოადგენს კერძო მფლობელობაში არსებულ განახლებადი ენერგიის დეველოპერს, ინვესტორსა და გრძელვადიანი აქტივების მმართველს, რომელსაც ნორვეგიული Clean Energy Group და თურქული ENKA ფლობენ.

(R)