Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ჭერი 100%-დან 50%-მდე შემცირდა

BM.GE
07.05.18 23:21
1835
ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან ანალიტიკოსები. "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს, რომ ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთის ჭერის 50%-მდე შემცირება ბანკებისთვის ნაკლებ პრობლემას შექმნის, რადგან საბანკო სესხებზე საშუალო პროცენტი ლარში 17%-ია და წლიურ ეფექტურ 50%-ს არ აღემატება. ადეიშვილი ფიქრობს, მოსალოდნელი ცვლილება პრობლემებს უფრო მიკოროსაფინანსო ორგანიზაციებს და ონლაინ სესხების კომპანიებს შეუქმნის. ამასთან საზოგადოება და ბანკების ანალიტიკოსის აზრით, სავარაუდოდ, მოხმარება შემცირდება, რადგან კონკრეტული ადამიანები სესხებს ვერ აიღებენ, მაგრამ ფიქრობს, რომ ეკონომიკაზე ამას დიდი გავლენა ვერ ექნება.

სტუმარი: გივი ადეიშვილი - საზოგადოება და ბანკები; ანალიტიკოსი