Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეტროსადგურ ვარკეთილს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა

5a701e6b888f3
სალომე მეცხვარიშვილი
30.01.18 11:26
741
მეტრო ვარკეთილის სადგურს რეაბილიტაცია კომპანია შპს "ყვარელრემმშენმა" განახორციელა. მეტროსადგურს რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.
"ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 396,600 ლარი დაჯდა.

სექტემბერში განახლებული მეტროსადგური მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამაც დაათვალიერა. როგორც მაშინ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში მეტრო "ვარკეთილში" განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა.

მეტროსადგურის რეაბილიტაციის მონახულებისას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეტრო ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.