Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადა აშენდება

5a608b14f0572
BM.GE
18.01.18 16:00
625
თბილისის მერიამ მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებზე, სავარაუდოდ, 4,3 მილიონ ლარი უნდა დაიხარჯოს. დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3 თებერვლიდან შეეძლებათ, პროცესი 5 დღეს გასტანს და 8 თებერვალს დასრულდება.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები წერილობითი დავალების მიცემიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიას 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს, მხსვილი პროექტების შესრულების გამცდილება.