Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა eGez - რა შეიცვალა?

BM.GE
03.10.22 17:02
188
შემოსავლების სამსახურში „ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“ ამოქმედდა. შედეგად, 19 სექტემბრიდან, შეიზღუდა წინასწარი დეკლარირების მიზნით დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება. წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მომართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით განცხადების წარმოდგენის საფუძველზე. პარალელურად, შემოსავლების სამსახური სხვა დისტანციურ სერვისებს ნერგავს, რომლის ფონზე გადამხდელებისთვის რამდენიმე ფილიალმა ფიზიკური განაცხადების მიღება შეწყვიტა. რამდენად მარტივად მიიღეს გადასახადის გადამხდელებმა დისტანციური სერვისები, სად არის გამოწვევები და როგორ ახორციელებს დაინტერესბული პირების ინფორმირებას უწყება? 

სტუმარი: ვლადიმერ ხუნდაძე - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;