Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი არ შედგა

5a8aafe2d7396
თამუნა დემეტრაშვილი
19.02.18 15:01
801
თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მერიის შეთავაზება არცერთი კომპანიისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო და განაცხადიც არავის შეუტანია.

ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 1,7 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული ქალაქის მერიამ იანვრში გამოაცხადა. სატენდერო პირობებით გამარჯვებულ კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაესრულებინა.

ფოტომასალის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ჰქონდა დართული, ვახუშტის ხიდი ასეთ მდგომარეობაშია: