Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სურამში სასტუმრო აშენდება

59fb2b109a200
BM.GE
02.11.17 18:00
943
სურამში 1259 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 275 ათასი ლარად გაიყიდა. ლოტი გასაყიდად "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ჰქონდა გამოტანილი.

ობიექტის საწყისი ფასი 32 ათასი ლარი იყო. ბიჯების რაოდენობამ 243 შეადგინა.

ახალ მფლობელს საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასტუმროს შექმნა ევალება.

საუბარია სურამში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე.