23.Nov .2021 18:38

ენერგოეფექტურობის სარგებელი - ევროკავშირის პროგრამა საქართველოში

189
Back

ენერგომოხმარება საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იმატებს. ქვეყანა შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ჩნდება საჭიროება, საქართველომ მეტი ელექტროენერგია უცხო ქვეყნებისგან შეისყიდოს. თუმცა, არსებობს უფრო გონივრული გამოსავალიც - ენერგოეფექტურობის გზა, რომელიც ნიშნავს “მეტ სარგებელსა და ნაკლებ დანახარჯს” - სწორედ ასე ჰქვია ევროკავშირის ენერგოეფექტურობის კამპანიას, რომელიც უკვე წლებია საქართველოში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ელჩი იმ საწარმოებს სტუმრობდა, რომლებმაც ენერგოეფექტურობის საკრედიტო ხაზით ისარგებლეს.