Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა ალცჰაიმერის განვითარება შეანელა

BM.GE
06.10.22 09:10
73
იაპონური ფარმაცევტული კომპანია Eisai-ისა და აშშ-ში, მასაჩუსეტსში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Biogen-ის მიერ დამზადებულმა ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა მასშტაბურ კლინიკურ კვლევაში მონაწილე ცდისპირებში დაავადების ადრეულ სტადიაზე კოგნიტიური დარღვევების განვითარება შეანელა.აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატის შექმნა აქამდე არაერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ სცადა, თუმცა შედეგები არც ისე დამაიმედებელი იყო. 


ახალი გარღვევა კი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მსგავსი მიმართულებით მომუშავე მწარმოებლებისთვის, მათ შორის Roche-ისა და Eli Lilly-ისთვის, რომლებიც ალცჰაიმერის სამკურნალო თერაპიის შესაქმნელად კვლევებს ატარებენ.

ცნობისთვის, ეს დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 55 მილიონ ადამიანს აწუხებს.ალცჰაიმერის ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ და ამისთვის ყველაზე ეფექტიან გზებს ეძებენ, ვინაიდან, მათი ვარაუდით, მხოლოდ აშშ-ში 2050 წლისთვის ალცჰაიმერით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება და 13 მილიონს მიაღწევს. პროგნოზის მიხედვით, გლობალურად, ამავე პერიოდისთვის მაჩვენებელი 139 მილიონს შეადგენს, თუ მანამდე მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი არ შემუშავდება.