Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსპორტი გაიზარდა - სად იყიდება ქართული ნაწარმი?

BM.GE
20.06.22 14:32
283
მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა საქართველოს საგარეო ვაჭრობა ზრდის კარგ ტრენდს ინარჩუნებს. თვალსაჩინო მაგალითი მაისია, როდესაც ექსპორტი რეკორდული იყო და ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 5 თვეში კი, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37%-ით არის გაზრდილი და 6.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. იმპორტის წილი 4 მილიარდ 821 მილიონი დოლარია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში ზრდა 37.5%-ია. ექსპორტის მოცულობამ იანვარ-მაისში 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორ შეიცვალა საქართველოს საექსპოეტო ბაზრები და რა პროდუქცია გააქვს ქვეყანას უცხოეთში, როგორია ექსპორტის მაჩვენებლებში რუსეთის წილი?