Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ერთი ჰესის ისტორია - ნამახვანჰესი

BM.GE
25.01.21 09:56
561
ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებლად გვჭირდება ჰიდრორესურსის გამოყენება, ამისთვის გვჭირდება ჰესების მშენებლობა, ეს არის რესურსი, რომელიც საქართველოს რეალობაში აუცილებლად გამოსაყენებელია. - ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა და ქალბატონი მაია ნამდვილად არ არის გამონაკლისი ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის რომელიც მსგავს და ამგვარ მიდგომას საჯაროდ აფიქსირებს.

ღია და შეთანხმებული პოლიტიკის მიუხედავად ენერგოპროექტები რომელიც საქართველოს გარდაუვლად სჭირდება როგორც ენერგოდამოუკიდებლობის ისე სავაჭრო ბალანსის სტაბილური გაუმჯობესებისთვის ქვეყანაში უმსხვილესი საინვესტიციო გეგმების მიუხედავად პროექტების განხოცრიელება ჭირს. მიზეზებს შორის შესაძლოა ბევრი ობიექტური მიზეზი იყოს, თუმცა სუბიექტური გარემოებების სიჭარბის ფონზე დღეს გადავწვიტეთ გაჩვენოთ საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი, რომლის ნახვის შემდეგაც მითები ობიექტური შეფასებისას ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი აზრით უნდა დაიმსხვრას. და ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტის მხარდაჭერა, პირიქით, თუკი და იმ შემთხვვაში თუ რჩება კითხვები ამისთვისაც არის ბიზნეს მედია საქართველოს პლატფორმები რომ ვისაუბროთ ვიმსჯელოთ და ვეძებოთ უპასუხო კითხვებზე შესაბამისი განმარტებები. ნებისმიერი და ყველა მხარისთვის BMG ყოველთვის ღიაა და ამ მზაობასთან ერთად მოდი ვნახოთ რეპორტაჟი რომელიც სულ მცირე 5 კითხვაზე პასუხს გაგაცემინებთ.