Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ბანკების უფლებები უნდა შეიკვეცოს

5a4ddd77f2e68
BM.GE
04.01.18 12:00
870
ბიზნესი ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით მიმართავს. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საფინანსო სექტორის მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა გარკვეული რეგულაციები უნდა გაატაროს, რათა მოხსნას ის რისკები, რომელიც გამოწვეულია ბაზარზე ორი მსხვილი ბანკის, - საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის დომინანტური პოზიციონირებით.

"ბიზნეს ასოციაცია ამზადებს საკითხებს თუ რა რეგულაციები უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის, რათა ბიზნესი დაიცვას. ბოლო წლების ტენდენციაა რომ ბანკები ძალიან მომგებიანებია და ეკონომიკის არცერთი სფერო არაა მომგებიანი. ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია რომელიც თუ გაგვექცა ძალიან ცუდია. თავკომბალები გაჩნდებიან, ბანკები დააგენერირებენ დიდ მოგებას და დანარჩენი ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. უკვე დროა ბანკებმა აიღონ მეტი რისკები. ვამზადებთ მთელ რიგ დოკუმენტაციას, რაც დასავლური პრაქტიკაა, თუ როგორ უნდა შეიკვეცოს ბანკების უფლებები", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.