Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ესპანეთში კრიპტოვალუტების რეკლამა იკრძალება

BM.GE
19.01.22 10:33
316
ესპანეთი, ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ ქსელში, ბლოგერების კრიპტოვალუტების შესახებ რეკლამის განთავსებას ზღუდავს და 300 000 ევრომდე ჯარიმას აწესებს. ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ რეკლამას შეუძლია ზიანი მიაყენოს გამოუცდელ ინვესტორებს, რომლებსაც არ ესმით ტექნოლოგია და არ იციან მასთან დაკავშირებული რისკები. სარეკლამო შეზღუდვები ძალაში ერთ თვეში შევა და ევროკავშირის მასშტაბით იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი რეგულაცია ჩაეშვა. რა ფორმით ექნებათ ბლოგერებსა და სარეკლამო კომპანიებს კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები?