Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ავტობუსების გაჩერებები შშმ პირებისთვის ადაპტირდება

5a2ea0d4b64dd
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.17 09:45
675
სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან ,- ამის შესახებ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.

ტრანსპორტის განვითარებისთვის მომავალ წელს მერიას 2 მილიონ 116 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

"სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად, შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად დაედება საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები და შესაბამისი რეგულაციები. უზრუნველყოფილი იქნება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მოიცავს ქალაქის შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, გზაჯვარედინების მოწესრიგების ღონისძიებების განხორციელებას. შუქნიშნების მართვის ცენტრის ექსპლუატაციას, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას, ავტობუსის გაჩერებებზე სამარშრუტო ხაზზე ავტობუსის მოძრაობის ინტერვალის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, ახალი თანამედროვე ტურისტული და სატრანსპორტო ფუნქციების მქონე საბაგირო გზების მშენებლობას, მეტროს ვაგონებისა და მეტროს სადგურების რეაბილიტაციას, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას. განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი ტურისტული მიზნებისათვის. მოწესრიგდება პარკირების სისტემა",- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.