Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EU და საქართველო - გარემოს დაცვის ვალდებულებები

BM.GE
28.03.22 12:49
296
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს გააკეთა. წევრობამდე კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოვიპოვოთ. მოკლედ, საკმაოდ გძელი და შრომატევადი გზა გველის წინ. ევროკავშირში ყოფნა გულისხმობს ევროპულ სტანდარებს: სასამართლოში, პოლიტიკაში, წარმოებაში, კანონმდებლობაში. ამ სტანდარტებამდე მისასვლელად კი ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანა უნდა მოხდეს, რაც 4 ათასამდე დირექტივის დანერგვას გულისხმობს. 

გარემოზე ზრუნვა, ნარჩენების სწორი მართვა - ევროკავშირის პრიორიტეტი ნამდვილად არის. საქართველომ კი ამ კუთხით აქტიური ნაბიჯების გადადგმა 2014 წლის შემდეგ დაიწყო, როცა გაფორმდა ევროკავშრთან ასოცირების შეთანხმება და საქართველოც ამ გზას დაადგა. 

რა გავაკეთეთ აქამდე და რისი ვალდებულება აიღო საქართველომ? რას შეცვლის ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის? 

სტუმარი: მაია ბითაძე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე