03.Oct .2022 08:37

EU-მ და CSRDG-მ სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლა

Back

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" ევროკავშირის მხარდაჭერით, 30 სექტემბერს, რედისონში სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად. გამოფენას ბიზნეს სექტორის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.