Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

5a8486ec8ee9d
BM.GE
14.02.18 20:30
688
განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე.

"ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ცვლილებების თანმდევ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება უახლოესი თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით აღინიშნა სექტორის მონაწილეების ჩართულობა ამ პროცესში. შეხვედრაზე აქტიური მსჯელობის საგანი იყო საზედამხედველო მოთხოვნების გამკაცრება კაპიტალიზაციისა და დარეზერვების კუთხით, თუმცა ყველა შეთანხმდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიის აუცილებლობაზე. ასევე, ვიცე-პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა სექტორის გამჭვირვალობისა და საფინანსო ანგარიშგებების სანდოობის ამაღლების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს, აუდიტის მნიშვნელობას და საოპერაციო სისტემების გამართულობას. შეკითხვები დაისვა შესაფერისობის კრიტერიუმებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც მიკროსაფინანსო სექტორის დინამიურ და სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დღეისათვის ბაზარზე 72 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.