Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ევექსი ჰოსპიტლები“ და კურორტი „საირმე“ ევროპის სპათა ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

BM.GE
20.12.21 12:31
301
„ევექსი ჰოსპიტლებმა“, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო და ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 1200-მდე საწოლი გამოყო, კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებიც ერთერთმა პირველმა აამოქმედა ქვეყანაში.
ცენტრებში უახლესი გაიდლაინების თანახმად ვირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობაა შესაძლებელი. პაციენტების ჯანმრთელობაზე საერთაშორისო პროტოკოლებით გადამზადებული მულტიდისციპლინური გუნდი ზრუნავს. ნებისმიერი ტიპის მკურნალობა კი ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და მოიცავს არა მხოლოდ სამედიცინო ინტერვენციებს, არამედ - სარეაბილიტაციო კურსს საირმის ბალნეოლოგიურ კურორტზე.