Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ქართული ბიოღვინო ექსპორტზე გავიდა

BM.GE
29.07.22 17:51
215
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ქართველმა ბიომეღვინეებმა პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გაიტანეს ხშირად კეთდება შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ღვინის ექსპორტის ტრადიციული ბაზრების ჩანაცვლება უნდა შეძლოს და ისეთ ბაზრებზე უნდა გადაერთოს, სადაც ქართული ღვინო უფრო მეტად ფასობს და ბევრად მაღალ ფასშიც იყიდება. ასეთია მაგალითად ევროკავშირის ბაზარი, სადაც ექპორტისთვის მეღვინეებს კონკრეტული რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ, მათ შორისაა ბიო სერტიფიცირება. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ “GRETA”-ს დახმარებით არაერთმა მეღვინემ ბიო სერთიფიკატის მიღება შეძლო და თავისი ღვინო ექსპორტზე ევროკავშირშიც გაიტანა.