26.Jan .2021 09:24

ევროკავშირის დახმარებით ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

Back

2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა. FAO-ს ადგილობრივებმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. რის შედეგადაც ქართველმა ფერმერებმა წარმოებისა და შემოსავლების ზრდა მოახერხეს.