Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა - “უნარები განათლებისთვის”

BM.GE
11.12.20 09:18
476
არაკვალიფიციური კადრების პრობლემა წლებია საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - უმუშევრობის დაძლევისთვის. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო სამუშაო ძალის უნარებით 141 ქვეყნიდან 125-ე ადგილს იკავებს. შედეგად, არაკვალიფიციური მუშახელი საქართველოს გლობალურ ბაზარზე საინვესტიციოდაც არამიმზიდველს ხდის. ამ პრობლემის დაძლევაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება. პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს 9 ახალ პროექტს იწყებს. მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში. ევროკავშირის საგრანტო პროგრამა - “უნარები განათლებისთვის”