Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ესტონელი ბიზნესმენი საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე საუბრობს

59faf8dbae516
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.17 14:48
744
ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი საქართველოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, განსაკუთრებულად ეს წლების წინ იგრძნობოდა, თუმცა, სიტუაცია უმჯობესდება.

"პრობლემებს შორის გამოვყოფდი ალბათ არაკვალიფიციურ მუშახელს. სამწუხაროდ, გვიწევს პროფესიონალების მოზიდვა ესტონეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან. ამ პრობლემის წინაშე დავდექით ჩვენი პირველი პროექტის კინტრიშიჰესის მშენებლობისას. თუმცა, სიტუაცია იცვლება. ჩნდებიან კომპანიები, რომლებსაც ეს გათავისებული აქვთ. პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, რომ 3-5- წლის შემდეგ ქვეყანაში უკვე იმუშავებენ კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან",- აცხადებს ოლეგ ოსინოვსკი.

ბიზნესმენი ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკაში, ასევე ის არის საქართველოში პირველი საერთაშორისო გოლფ-კლუბის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.