Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროპაში გაზი გაიაფდა

BM.GE
23.03.22 08:21
253
რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მიზნით, ევროპული ქვეყნები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ახალი სამოქმედო გეგმაც წარადგინეს - REPowerEU, რომლის სტრატეგიის ფარგლებში, გაერთიანება 2030 წლამდე რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას გეგმავს. ამის პარალელურად, ცალკეული ქვეყნებიც ცდილობენ უარი უთხრან რუსულ გაზს და მაგალითად, როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა თქვა,„ეს არის ნაბიჯი „უპუტინო“ გაზის ხანგრძლივ გზაზე“. გარდა ამისა, ბულგარეთის, Gazprom-თან გაფორმებულ 10-წლიან ხელშეკრულებას ვადა, 2022 წლის ბოლოს გასდის, მთავრობა კი პირობას იძლევა, რომ კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდება. ამ მიმდინარე მოვლენების პარალელურად ირკვევა, რომ ევროპაში გაზის ფასი, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. რამ განაპირობა ცვლილება და როგორია მოლოდინები?