Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით, ვაპირებ დამბალ ხაჭოს საწარმო გავაკეთო“ - მარიამ თათარაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
18.05.21 12:31
360

„ინვესტიციების შემოსვლისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, პანდემიური ფონი ჩაწყნარდეს“ - მარიამ თათარაშვილი „ქალების ნარატივში“

 

-თქვენს სამუშაო გამოცდილებაში ერთ-ერთი წარმომადგენელია საქართველოს ეროვნული ბანკი; რა მიმართულებით მუშაობდით სებში? 

-ეროვნული ბანკი იყო ჩემი პირველი სამსახური; როდესაც დავიწყე, ვიყავი მე-2 კურსის სტუდენტი. ვმუშაობდი მონეტარული პოლიტიკისა და სტატისტიკის განყოფილებაში. ჩემთვის პირველი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის პროექტი; იქ ნანა ასლამაზაშვილის რეკომენდაციით გახლდით. შემდგომი პროექტი იყო ეკონომიკის სასიგნალო ინდიკატორების კვლევა. 

 

-გადავინაცვლოთ ევროპის ცენტრალური ბანკის ეტაპზე; იქ რა მიმართულებით მუშაობდით?

-ევროპის ცენტრალურ ბანკში და ევროსაბჭოს განვითარების ბანკში, მათ შორის IMF-ის გარკვეულ კომიტეტებს ვესწრები ხოლმე, ვმონაწილეობ სამიტებზე; იქ მიღებული ინფორმაციით წარმოდგენილი სამუშაო გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ საქართველოშიც გარკვეულ პროექტებში მიმეღო მონაწილეობა და გამოცდილება ჩვენთანაც გადმომეტანა, რაც შეეხებოდა მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ინდიკატორებს, საფინანსო სისტემების მდგრადობას. ვისაუბრებ უშუალოდ ევროსაბჭოს განვითარების ბანკის პროექტზეც, ეს გახლავთ 2017 წლის ობლიგაცია ევროსაბჭოს განვითარების მანდატით. საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. ვერ ვიფიქრებდი, თუ ფინალში მოვხვდებოდი. მსურს მეტი ახალგაზრდა ეკონომისტი, ფინანსისტი ჩაერთოს ამ პროექტებში. თუ ჩემი პროექტი გაიმარჯვებს, ძალიან მინდა, რომ ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები ჩემს რეგიონს მოვახმარო, მსურს წარმოება. ორიენტაცია მაქვს დამბალ ხაჭოზე, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას აქვს ექსპორტის პოტენციალიც. 

 

-თქვენი გადმოსახედიდან, ინვესტორების დასაინტერესებლად, რა ტიპის შეღავათებსა და პროექტებზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას მთავრობა?

-პირველ რიგში, ინვესტიციების შემოსვლისთვის საჭიროა პანდემიური ფონი ჩაწყნარდეს. IMF-ის მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით 3%-ით არის შემცირებული. საქართველოში, გარე შოკების ფონზე, შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. გარე შოკები მოქმედებს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზეც. ზოგადად მივიჩნევ, რომ მნიშნელოვანია დარგია სოფლის მეურნეობა, რადგან მშპ იზრდება წარმოებით, როცა არ ვართ იმპორტზე დამოკიდებული. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკის ხელშეწყობისთვის და მივიჩნევ, რომ ამისთვის ღონისძიებები გატარდა. ამ ეტაპის თვალსაზრისითაც, მგონია, რომ ქვეყანამ მეტ-ნაკლებად შეძლო გამკლავება, რადგან ჯერ რეცესიის პიკში არ ვართ. ლარის გაუფასურებასაც აქვს თავისი მიზეზები. ტურიზმი შემცირებულია. ტურისტებმა შემოსვლა დაიწყეს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც იყო. ამას ერთვის მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებიც. 

 

-რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული ღირებულება?

-ჩვენი კულტურული ღირებულებების დაფასებას. 

 

-როგორ ახერხებთ საქმიანობის სხვა პასუხისმგებლობებთან შეთავსებას?

-არ მივიჩნევ, რომ დღეს კარიერის პიკში ვარ. მეხმარებიან ოჯახის წევრები, გვერდში მიდგანან ახლობლები, კოლეგები. ისინი მაძლევენ მოტივაციას ვიყო შემდგარი, ვცდილობ, ვიყო კარგი მშობელი. ასევე აღვნიშნავ, რომ ევროსაბჭოს განვითარების ბანკი აინიცირებს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს და პრობლემებს, მე კი ასევე აქცენტი გავაკეთე თიანეთში ქალბატონებზე, რომლებიც არიან თუნდაც სოციალურად დაუცველები. მინდა, ისინი იყვნენ პროექტში ჩართულები. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკის პროექტში „ქალბატონები ეკონომიკაში 2021-2022“ გავაგზავნე განაცხადი, სექტემბრიდან შემდეგ გამოწვევად სწორედ ამას მოვიაზრებ. 

 





სტუმარი: მარიამ თათარაშვილი - CEB award associate participant 2021.