Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკებს არ აკლიათ მკაცრი და სუსხიანი ხელი

5a815f3699d86
მეგი კავთუაშვილი
12.02.18 13:31
828
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში დაადასტურა, რომ არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კლინიკებში ზედმეტად სთხოვენ თანხების გადახდას.

"რამდენად სისტემურია ეს პრობლემა, როდესაც კლინიკები ზედმეტად ითხოვენ თანხებს, ციფრებში მოგახსენებთ. ყოველწლიურად ხდება 25 მილიონი ლარის ზედმეტი მოთხოვნის პრევენცია უკვე არსებული სისტემის მიხედვით. ყოველ წელს საჯარომო თანხა სამედიცინო დაწესებულებებსთვის არის თუ სწორად მახსოვს, 7-10 მილიონამდე, რომელიც შემდეგ მიდის სასამართლო დავებში და პრაქტიკულად 100 %-ს ვიგებთ. სადღაც 4 მილიონის ფარგლებშია საჯარიმო სანქციები უკვე რევიზიის. ანუ ძალიან მკაცრი და სუსხიანი ხელი არ აკლიათ სამედიცინო დაწესებულებებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.