Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აბრებზე სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე დაწერის ვალდებულებამ ბიზნესს პრობლემები შეუქმნა"

5888b352721a3
ელენე გოგბერაშვილი
25.01.17 18:15
1036
"აბრებზე სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე დაწერის ვალდებულებამ ბიზნესს პრობლემები შეუქმნა", - ამის შესახებ განცხადებას "ბიზნესკონტრაქტთან" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი აკეთებს. მისი თქმით, რეკლამის შესახებ კანონში შესული ცვლილება 2013 წლიდან მოქმედებს, თუმცა ბიზნესისთვის დღესაც პრობლემატურია სასაქონლო ნიშნების ტრანსლიტერაციის ვალდებულება. ბიზნესომბუცმენის აპარატი კიდევ ერთხელ აპირებს ეს საკითხი ქვეყნის კონომიკური გუნდის წინაშე დასვას, რათა ამ მიმართულებით გარკვეული გამონაკლისი დაწესდეს.

"აბრებზე წარწერის ქართულ ენაზე შესრულების ვალდებულებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგოებიცაა "სამსუნგი’’, "ჰოლიდეი ინი" და ა.შ მათ უწევთ აღნიშნული ლოგოტიპის ქართული ასოებით გადმოცემა, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით გაუმართკებელია. დღემდე სვავენ ამ საკითხს კომპანიები და ჩვენ გვინდა ეს საკითხი კიდევ ერთხელ დავსვათ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინაშე. იქნებ გამონაკლისები დადგინდეს ამ წესში", - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.