თბლისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ტაქსების რეგულირება აუცილებელია, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით მოკვლევა ჩავატარეთ და ეტაპობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებები გვაქვს. აუცილებელი იქნება ეტაპობრივი რეგულირება, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამის აუცილებლობა თავის დროზე დადგება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.
რეგულაციების დასაწესებლად გარკვეული ვადები თბილისის მერს არ დაუსახელებია.