Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფაგები - საქართველოს აქტივი COVID19-ის წინააღმდეგ

BM.GE
20.12.20 11:16
420
ნოემბრის ბოლოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დასაშვებად ცნო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ფაგური თერაპიის გამოყენება, ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა მსოფლიოში. ტესტირება მოხდა 30 პაციენტის შემთხვევაში, ეს კი ის პაციენტები არიან, რომლებიც ვირუსის გამო კრიტიკულ მდგომარეობაში არიან და მათზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. ეს ინფორმაცია საქართველოსთვის საინტერესო გზავნილია, რადგან ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს- ეს კი გიორგი ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის დამსახურებაა. ქვეყანაში წარმოებული ფაგები მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება.