06.Apr .2021 13:28

ფარმადეპო: „მედიკამენტები 1 ლარად“ - ქეთი კოზმანაშვილი ქალების ნარატივში

Back

რომელი მედიკამენეტების შეძენა შეუძლიათ მომხმარებლებს "ფარმადეპოში" 1 ლარად? -  "ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი „ქალების ნარატივში“

 

-რას მოიაზრებს პროექტი „მედიკამენტები 1 ლარად“?

-პროექტი გასულ წელს დავიწყეთ, მისი ძირითადი მოტივი კი პანდემიას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. ამ ეტაპზე, პროექტში 8 დასახელების მედიკამენტი ხვდება. თავდაპირველად, გადავწყვიტეთ დაგვეწყო კარდიოლოგიური ჯგუფით და შედიოდა 3 დასახელების მედიკამენტი. ესენია: კაპტოპრილი, ბისოპროლოლი და ამროდიპინი. დღეს ეს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბურია, რადგან დაემატა ოფთალმოლოგიის, ნევროლოგიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართულებები. პირველ რიგში, ვფიქრობდით ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებზე, აქედან დავიწყეთ. თუმცა, გადავწყვიტეთ პროექტი გაფართოებულიყო, ამიტომ დაემატა ისეთი ტიპის მედიკამენტები, როგორიცაა:  C ვიტამინი, ცეფრტიაქსონი. ასევე ამ მედიკამენტების ჩამონათვალში ხვდება: სპირონოლაქტონი, ლამოტრიჯინი, ციპროფლოქსაცინი თვალის წვეთები. პროექტით სარგებლობას არ სჭირდება წინაპირობა, დამატებითი საბუთი.

მოვიაზრებთ პროექტის გაფართოებასაც, სხვა ჯგუფების დამატებას, არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების თვალსაზრისით. ამასთან, ვფიქრობთ სხვა სოციალურ პროექტებზე. ამ ეტაპზეც, რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს, თუნდაც, „ლიბეთი ბანკთან“ ერთად. ეს პროექტი „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს, რომ ბაზარზე საუკეთესო ფასით ისარგებლონ ქრონიკული დაავადებების 2200-მდე დასახელების მედიკამენტზე, ამ ბარათით ანგარიშსწორებისას.

 

-რა არის თქვენთვის საქმეში მთავარი მამოძრავებელი ძალა?

-მთავარი მოტივატორი არის ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, განცდა იმისა, რომ ადამიანებისთვის რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ. ამას ვაკეთებთ გუნდურად, „ფარმადეპო“ დღეს 230 აფთიაქს მოიცავს.

 

-საფასო პოლიტიკაზეც მინდა ვისაუბროთ; რამდენად ახერხებთ ფასების შენარჩუნებას ამ პირობებში?  

-მაქსიმალურად ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას. ამას დიდი შრომა და ენერგიის ხარჯვა სჭირდება, მოლაპარაკებები გვაქვს მომწოდებლებთან. სოციალურ პროექტებზეც იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს არის ერთგვარი დამაბალანსებელი იმ რეალობის, რომ ზოგადად, ყველაფერი გაძვირებულია.

 

-თავის მოვლის საშუალებებზე თუ ნარჩუნდება მოთხოვნა?

-ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ განვითარდა, ბევრი ბრენდია ხელმისაწვდომი და მოთხოვნაც ფიქსირდება.როგორც წესი, მომხმარებელს კოსმეტიკის მხრივ ურჩევნია იყიდოს ერთი და ხარისხია პროდუქცია, მით უმეტეს, როცა სახის მოვლას ეხება საქმე. ვერ ვიტყვი, რომ პანდემიის ფონზე თავის მოვლის საშუალებებზე მოთხოვნა შემცირდა. ვცდილობთ, აქციები ამ მიმართულებითაც იყოს. ახლაც გვაქვს აქცია, რომლის მიხედვითაც, პარასკევს და შაბათ-კვირას მოქმედებს ფასდაკლება  არასამედიცინო პროდუქციაზე, ირჩევა სხვადასხვა ბრენდები. როგორც წესი, 5 ძირითადი ბრენდია, რომლებზეც საკმაოდ მნიშვნელოვან ფასდაკლებას ვთავაზობთ. ასევე, აღვნიშნავ მიმდინარე აქციას - მომხმარებელს შეუძლია შეაგროვოს სპეციალური ბეჭდები ყოველ 20 ლარიან შენაძენზე და შემდეგ მიიღოს 50%-იანი ფასდაკლება, როგორც თავის მოვლის საშუალებებზე, ასევე ტექნიკაზე. ამაში იგულისხმება,  მაგალითად, წვერის საპარსი, ბლენდერი, მიქსერი, წნევის აპარატი და ა.შ.

 

-როგორ მოხვდით ამ სფეროში?

-დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება ტექნიკის ბაზართან იყო დაკავშირებული. ფარმაცია კი ძალიან სპეციფიური ბაზარია, სამედიცინო განათლება არ მაქვს და ამიტომაც ვორჭოფობდი, როცა შემოთავაზება მივიღე. აღვნიშნავ, რომ პროფესიის არჩევისას, ექიმობასაც განვიხილავდი, საბოლოოდ ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ მივიღე განათლება. შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელი სამუშაოთი მედიცინასთან კავშირის, ადამიანებზე ზრუნვის სურვილი ერთგვარად დავიკმაყოფილე.

 



სტუმარი: ქეთი კოზმანაშვილი -"ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელი