Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფასების დასტაბილურების რა გეგმა აქვს მთავრობას?

BM.GE
10.01.22 18:49
406
მედიკამენტების ფასების შემცირების გეგმებთან ერთად, დღეს მთავრობის სხდომაზე ინფლაციურ მოლოდინებზეც იყო საუბარი. როგორც იცით, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 13.9 პროცენტი შეადგინა. ფასები თითქმის ყველა სახის საკვებ პროდუქტზეა გაზრდილი, გაძვირდა ენერგომატარებლებიც. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, შესაბამისად ეს ხარჯიც თვის ბოლოს მომხმარებლის ჯიბეზე აისახება.