Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპენსიო რეფორმა იწყება - ვისთვის იქნება პენსიის დაგროვება სავალდებულო?

59f82ae4124d2
BM.GE
31.10.17 11:48
2069
დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განსაზღრება შემდეგნაირად:

თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%; რაც შეეხება თითდასაქმებულებს ისინი შეიტანენ თავისი ხელფასის 4%-ს. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

2%-ის დარიცხვა კი დამსაქმებლებს მოუწევთ. ასევე, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად რომელიც კანონპროექტის მიხედვით, გაითვალისწინებს საინევსტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობის და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს, ისევე როგორც უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

კანონპროექტი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება და 2018 წლის მესამე კვარტლიდან რეფორმა ამოქმედდება.