Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოემბერში ეკონომიკა 3,7%-ით გაიზარდა

5a45e9a2bac2a
BM.GE
29.12.17 11:06
718
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში.