Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით პაპიაშვილი მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს აკრიტიკებს

5a6c45a9eefae
BM.GE
27.01.18 13:08
1205
კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს აკრიტიკებს. პაპიაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესს საშუალოდ 2-5-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს ვიდრე ძველი მოგების გადასახადის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურს ეჭვი შეეპარა, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთი რეალობას შეესაბამება.

„შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომით, ახალი მოგების გადასახადის პირობებში სალაროში არსებული ფულის ნაშთის რეალურობასთან დაკავშრებით ეჭვის გამოთთქმის შემთვევაში ბიზნესს საშუალოდ 2-5-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს ვიდრე უწინ, ძველი მოგების გადასახადის პირობებში.

შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა სიტუაციური სახელმძღვანელო №1819 ((ე.წ. მანუალი, იხილეთ ბმული ქვემოთ), რისი მიხედვითაც ახალი მოგების გადასახადის (ე.წ. ესტონური მოდელის) დაბეგვრის რეჟიმების მიხედვით, სალაროში არსებული ნაღდი ფულის რეალურობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, გადამხდელებს საშუალოდ რამდენჯერმე მეტი გადასახადებისა და ჯარიმების თანხები დაერიცხებათ, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.

ყველა, ვინც თვალს ადევნებდა ჩემს საჯარო გამოსვლებსა და ფეისბუქ ატივობობს, ალბათ, ემახსოვნება ის, რომ ასეთი ეჭვი ჩემს მიერ 2016 წელშივე იქნა გამოთქმული, თუმცაღა, იმ დროისათვის შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო მათ მიერ ჩატარებული არაერთი შეხვედრისა და ღია კარის დღეებზე გამალებით არწმუნებდნენ გადასახადის გადამხდელებს, რომ ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ მოხდებოდა და ახალი გადასახადი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ძველი მოგების გადასახადზე უფრო მძიმე.

ასევე გამუდმებით გვესმოდა დაპირებები პირველი 6 თვისა თუ პირველი 1 წლის განმავლობაში ლოიალურ მიდგომებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოდის ყოველივე ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და შემოსავლების სამსახური ზუსტად ისე ბეგრავს გადასახადის გადამხდელებს, როგორც ადრე გვეგონა, რისთვისაც პირადად მე არაერთხელ გავხდი სამსახურის მხრიდან განსჯის ობიექტი ახალი მოგების გადასახადის გაუმართლებელი კრიტიკის გამო.

შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომების მიხედვით, თუ მაგალითისთვის სამსახური ჩათვლის რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით არსებული სალაროს ნაშთი 100 000 ლარი კომპანიას რეალურად არ გააჩნდა სალაროში, სამსახური დაბეგრავს მას ძველი წესით, ანუ განიხილავს თანამშრომლის სარგებლად და დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადით (100000*20%*20%-ით);

ასევე ახალი მოგების გადასაახდით (სესხის ძირი/0,85*15%-ით, რისი დარიცხვაც ადრე არ ხდენოდა), ორივე გადასახადზე დაგვერიცხება ჯარიმა 50%-ის ოდენობით და საურავი.

სიტუაციური სახელმძღვანელოს მიდგომების შეჯამებისა და ძველი და ახალი მოგების გადასახადების დაბეგვრის რეჟიმების ანალიზის შედეგად, ვღბულობთ რეალობას, რა დროსაც 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალი მოგების გადასახადი იქნა შემოღებული ბიზნესის წარმომადგენლებს 2-5-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ (იმის მიხედვით სალაროს ფიქტიურ თანხას იშოვნიან დამფუძნებლები და კომპანიაში შემოიტანენ თუ ვერა), იმ შემთვევაში თუ შემოსავლების სამსახურს „მოეჩვენა“ რომ სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი რეალურობა საეჭვოა. ამათან, უკვე არსებობს პრეცენდენტები, რის მიხედვითაც კომპანიები აღნიშნული მანუალის მიხედვით დააჯარიმეს და მოგების გადასაახდით დაუბეგრეს ძალიან მინიმალური ფულადი სახსრების ნაშთები 30000-დან 200 000 ლარამდე, რისი რეალურად ნაშთად არსებობა ძალიან ბევრ კომპანიაში სავსებით ბუნებრივია და არანარ ეჭვებს არ იწვევს”,- ნათქვამია განცხადებაში.