20.Apr .2022 00:00

#FDI გრანტის პირობები შეიცვლება - პრობლემები ინვესტიციებში

Back

სახელმწიფო პროგრამაში, "FDI გრანტი”, რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას ითვალისწინებს, ცვლილებების შეტანა იგეგმება. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი ფიქრობს, რომ მოდერნიზებული შეთავაზება ინვესტორებისთვის უფრო მიმზიველი გახდება. FDI გრანტების პროგრამით, ინვესტორებს პროექტის დაწყების შემთხვევაში 1 მლნ ლარამდე თანხის უკან დაბრუნება შეუძლიათ, თუმცა ამისთვის მათ კონკრეტული პირობები უნდა დააკმაყოფილონ. რა იცვლება და რატომ?