Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#FDI-ის დამაბრკოლებელი ფაქტორები - მოსმენა პარლამენტში

BM.GE
25.01.22 13:12
277
ბოლოს განახლებული შედეგებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მესამე კვარტალში 2020 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აჯობა, თუმცა ის რაც პროცენტულად ზრდაზე მიუთიტებს რიცხვებში მხოლოდ 299.0 მლნ. აშშ დოლარია. 

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი – 69.3 მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი). 

ეს რიცხვები სინამდვილეში მხოლოდ ბოლოს განახლებული მონაცემია და ამავე დროს ეს შედეგებიც აჩვენებს რა მასშტაბია ინვესტიციებისა ქვეყანაში.

დღეს პარლამენტში FDI ის დამაბრკოლებელ ფაქტორებზე თემატურ მოსმენას გამართავს, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტებია მომზადებული. რა მოსაზრებებია პარლამენტში თავმოყრილი? 

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო", ხელმძღვანელი;