21.Sep .2021 10:27

ფერმერები ფისტის საექსპერიმენტო მოსავალს ელოდებიან

Back

ბაზარზე ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად სრულიად ახალი კულტურებიც გაჩნდა. საქართველოში ფერმერები ფისტას პირველ საექსპერიმენტო მოსავალს ელოდებიან. ახლა ეს კულტურა ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა რამდენიმე წელში ის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი იქნება. ამას მაშინ ვნახავთ, როცა ყველა დარგული ნერგი მსხმოიარობაში შევა და ბაზარზე არცთუ მცირე ფასად გაიყიდება და მისი ფასი შედარებისთვის, კაკლსა და თხილზე გაცილებით მაღალი იქნება.