Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფერმერები მალე აგროდრონების თანადაფინანსების პროექტით ისარგებლებენ

BM.GE
16.11.22 12:37
149
ფერმერები მალე აგრო დრონების თანადაფინანსების პროექტით ისარგებლებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ახალ პროექტზე მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სახელმწიფო დრონების თანადაფინანსებასაც განახორციელებს, რომლებსაც ფერმერები შეწამვლისთვის გამოიყენებენ. პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. აღსანიშნია, რომ წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული.

სტუმარი: გიორგი ხანიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;