Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფერმერებს ხორბლის და ქერის რეალიზაციის პრობლემა აქვთ

BM.GE
21.03.23 23:59
86
ფერმერებს ადგილობრივი წარმოების ხორბლისა და ქერის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. ტონობით ქერი, რომელიც ძირითადად ექსპორტისთვისაა განკუთვნილი, დაბალი ფასის და მოთხოვნის გამო ექსპორტზე ვერ გადის. ფერმერები ამბობენ, რომ ექსპორტს აფერხებს მთავრობის მიერ გასული წლის ივლისიდან ძალაში შესული განკარგულებაც, რომელიც ქერისა და ხორბლის ექსპორტს კრძალავს. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქერის მწარმოებელი ფერმერებიც, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ქერზე მოთხოვნა დაბალია და ის ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იყო გათვლილი. ქერის და ხორბლის ექსპორტი კი მთავრობის მიერ გასული წლის 1 ივლისიდან ძალაში შესული განკარგულებით, 1 წლის განმავლობაში აიკრძალა. ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფერმერები ფინანსური რესურსის გარეშე დარჩნენ.