Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გუდვილი" კრედიტორთა ვალების გასტუმრებას იწყებს

5a8ac162d9d3e
მაია ბიწაძე
19.02.18 16:19
765
"გუდვილი" კრედიტორთა დავალიანებების გასტუმრებას იწყებს, ამის შესახებ Bm.ge-ს შპს "ბიზნესქეარ კორპორეიშენის" დამფუძნებელმა ნოდარ პაპუკაშვილმა განუცხადა, რომელიც "გუდვილის" რეაბილიტაციის საქმის მმართველია.

"მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან, კერძოდ, მარტის ბოლოს მოხდება უზრუნველყოფილი კრედიტორის ვალის გასტუმრება, რომელიც კერძო პირი გიორგი მახათაძეა, კომპანიის დავალიანება მის წინაშე ერთ მილიონ ლარს შეადგენს, რასაც სრულად გავისტუმრებთ. ამის შემდეგ კი, უკვე, ივნისის ბოლოს, დავიწყებთ არაუზრუნველყოფილი კრედიტორების დავალიანებების დაფარვას, რომელთა რიცხვიც რამდენიმე ასეულია. 2018 წლის ბოლომდე მათ ჯამში 3 მილიონ ლარს გავუსტუმრებთ, დანარჩენი ვალი კი წლების მიხედვით გაიწერება და 2022 წლამდე სრულად დაიფარება", - განუცხადა Bm.ge-ს ნოდარ პაპუკაშვილმა.

კომპანია "გუდვილი" რეაბილიტაციის რეჟიმში 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობს, მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე 26 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც კომპანიამ რეაბილიტაციის გეგმის თანახმად 2021 წლის ბოლომდე უნდა გაისტუმროს.