Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება დაიწყო

5a8c2db095baf
BM.GE
20.02.18 18:15
991
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორში არსებული აქტუალური გამოწვევების საპასუხოდ 2018 წლისთვის შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით სერვისებს აძლიერებს.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა გასულ წელს შემუშავებული სასერტიფიკაციო კურსი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტმა კომპანიის წარმომადგენელმა უკვე აიმაღლა კვალიფიკაცია. კურსზე დასწრების მსურველთა რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, 19 თებერვალს დამსაქმებელთა ასოციაციამ მსმენელთა ახალ ჯგუფს უმასპინძლა.

შრომის უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი აღნიშნულ გრძელვადიან კურსზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით.

გრძელვადიანი სატრენინგო კურსის შინაარსი დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITC ILO) ექსპერტებტან ერთად შეიმუშავა. მისი მიზანია კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას - მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ კომპანიებში და ადგილზე, პრაკტიკაში მოახდინონ თეორიული ცოდნის გამოყენება.

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების საკითებზე საერთაშორისო კვალიფიკაციის ექსპერტები და ტრენერები და იგი 2 თვეს გაგრძელდება.

ტრენინგის გასასრულს წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ITC ILO-სა და GEA-ს მიერ დადასტურებული საერთაშორისო სერტიფიკატი.