ამ ახალ დოკუმენტში, რომლის წარდგენაც წინა კვირას შედგა - ფინანსური სტაბილურობის კუთხით, საქართველოს ეკონომიკისთვის იდენტიფიცირებულია 4 მთავარი რისკი: COVID-19-ის პანდემიის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა; პანდემიის პირობებში ქვეყნის რისკის პრემიის ზრდა და მისი უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთზე; საგარეო მოთხოვნის შემცირების და პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომების მოსალოდნელზე დიდი გავლენა ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებზე და სუსტი მოთხოვნის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების კლება და მისი უარყოფითი გავლენა ფინანსურ სექტორზე.