Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საფინანსო სფეროს კომპანიებმა ერთ წელში 4,4 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღეს

5a3bb9c85c4e1
BM.GE
21.12.17 17:39
838
გასულ წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2384 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4431,3 მლნ. ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აქედან საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები 71,1%-ით განისაზღვრა, საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან 10,9%-ს შეადგენს, ხოლო დარჩენილი 18,0% სხვა შემოსავლებზე მოდის.

2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ხარჯებმა 3628,9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 35,4% წარმოადგენს საპროცენტო ხარჯებს. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 720,7 მლნ. ლარი დაიხარჯა, ხოლო საქონლისა და მომსახურების ყიდვებზე გაწეული ხარჯები 548,6 მლნ. ლარით განისაზღვრა.

2016 წლის დასაწყისისათვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1226,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით, ხოლო წლის ბოლოს მისი მოცულობა - 1340,7 მლნ. ლარს გაუტოლდა. 2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 502,7 მლნ. ლარის ინვესტიცია. 2016 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1427,3 მლნ. ლარი შეადგინა. 2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 36,9 ათას კაცს, რომელთაგან 59,1% ქალი იყო.